Saturday, April 2, 2016

მე-9 დღე - კურსის დასკვნითი ნაწილი

 ინტელის სასწავლო ტრენინგი მეტად ნაყოფიერი იყო ჩემთვის. მოვახდინეთ პროექტების პრეზენტაცია. ვიმუშავეთ ბლოგში. ტრენერმა ქალბატონმა  ქეთი ცერაძემ შეგვასწავლა სხვადასხვა ტიპის გაჯეტების გამოყენება.
   ვიმედოვნებ რომ ინტელის ტრენინგზე მიღებული ცოდნა დიდად გამოგვადგება ჩვენ პროფესიულ საქმიანობაში კერძოდ იმისათვის რომ მოსწავლეები დავაინტერესოთ და ჩავრთოთ სისტემატიურ ცოდნის მიღებაში ტექნოლოგიების გამოყენებით.
   პროექტებით სწავლება ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია მოსწავლეთა  საბოლოო თანამედროვე პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.
     ჩვენი ტრენინგის გზამკვლევი იყო ქალბატონი ქეთი ცერაძე რომელიც ცოდნას, სითბოსა და სიყვარულს არ იშურებს ჩვენთვის. მადლობას ვუხდი და კვლავაც ვუსურვებ
ჯანმრთელობას და წარმატებებს.     

Sunday, March 27, 2016

ტრენინგის მე-8 დღე

   ტრენინგი განვლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ. ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა. გადავხედეთ პორტფოლიოს. შევისწავეთ საქაღალდის ატვირთვა დრაივში, ასევე პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე. 

Saturday, March 26, 2016

ტრენინგის მე-7 დღე

      ტრენინგი დავიწყეთ გავლილი მასალის მასალის გამეორებით. ტრენერმა შეგვასწავლა ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება. გვამუშავა პროექტის გეგმაზე. 

Sunday, March 20, 2016

ტრენინგის მე-6 დღე

  ტრენინგის მე-6 დღე დავიწყეთ გამეორებით. ტრენერმა  შეგვასწავლა მოსწავლის პრეზენტაცია, შემდეგ გადავხედეთ გეგმებს და განვიხილეთ პროექტის მიმდინარეობის ეტაპები. განვიხილეთ შეფასების რუბრიკები. მოგვეცა დავალება როგორ გავწეროთ სასწავლო პროცედურები. 

Saturday, March 19, 2016

ტრენინგის მე-5 დღე

   ტრენინგის მე-5 დღე დავიწყეთ გამეორებით.
შევისწავლეთ საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები, კომენტარები ბლოგზე, მუშაობა ბლოგში-მოსწავლის  ბლოგი.

Sunday, March 13, 2016

ტრენინგის მე-4 დღეს  გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა. შევისწავლეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი, დროში გაწერილი შეფასების გეგმა, ასევე გავაკეთეთ პრეზენტაცია პროექტის პორტფოლიოს.

Saturday, March 12, 2016

ტრენინგის მე-3 დღე

            ტრენერმა გაგვამეორებინა წინა მეცადინეობაზე შესწავლილი მასალა. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. შევისწავლეთ სტანდარტის დაგეგმვა. ასევე მიზნის განსაზღვრა და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.